ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ (NBA) გასული კვირის საუკეთესო მოთამაშეები დაასახელა.
აღმოსავლეთ კონფერენციაში გამოარჩიეს ვაშინგტონის მცველი ბრედლი ბილი. ოთხ შეხვედრაში ის საშუალოდ 32.5 ქულას, 6.3 მოხსნასა და 7.0 შედეგიან გადაცემას აგროვებდა. ბილის სამქულიანების რეალიზაციის პროცენტი 52.5 იყო. ვაშინგტონმა ოთხიდან სამი მატჩი მოიგო.
დასავლეთში საუკეთესოდ დაასახელეს იუტას ცენტრი რუდი გობერი. ოთხ მატჩში ფრანგი კალათბურთელი საშუალოდ 16.5 ქულას, 15.5 მოხსნასა და 2.3 დაფარებას იღებდა. გობერის მონდომებით, იუტამ სამივე მატჩი მოიგო.