ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ (NBA) გამოაცხადა, რომ რეგულარული ჩემპიონატის 23-ე კვირის საუკეთესო მოთამაშეები გახდნენ ჰიუსტონის მცველი ჯეიმს ჰარდენი და ატლანტას გამთამაშებელი ტრეი იანგი.
აღმოსავლეთის ლაურეატმა იანგმა, რომელიც ამ სეზონის დებიუტანტია, საშუალოდ მატჩში 25.3 ქულა, 11.3 შედეგიანი პასი და 4.0 მოხსნა დააგროვა. ატლანტამ სამ მატჩში ორ გამარჯვებას მიაღწია.
დასავლეთში საუკეთესოს, ჰარდენის საშუალო მაჩვენებლები იყო – 44.3 ქულა, 6.3 მოხსნა და 5.8 შედეგიანი პასი. ჰიუსტონმა გასულ კვირას ოთხიდან სამი მატჩი მოიგო.
როკეტსი (47/27) მესამე ადგილზეა დასავლეთ კონფერენციაში. ატლანტას (26/48) მე-12 ადგილი უკავია აღმოსავლეთში.