ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ (NBA) გასული კვირის საუკეთესო მოთამაშეები გამოავლინა.
აღმოსავლეთ კონფერენციაში საუკეთესოდ აღიარეს მილუოკის ლიდერი იანის ანტენტოკუნმპო. მისმა გუნდმა გასულ კვირას სამიდან ორი მატჩი მოიგო, ბერძენის ანგარიშზე მოდის – 30.7 ქულა, 15.7 მოხსნა და 4.0 შედეგიანი პასი. მილუოკი, 35 მოგებითა და 13 წაგებით, სათავეში უდგას ლიგას.
დასავლეთის კონფერენციის ლაურეატი გახდა ოკლაჰომას ფორვარდი პოლ ჯორჯი, რომლის საშუალო სტატისტიკა 31.5 ქულას, 9.0 მოხსნასა და 4.5 შედეგიან გადაცემას უდრიდა. ოკლაჰომამ ოთხიდან ოთხი მატჩი მოიგო და 31 მოგებითა და 18 წაგებით მესამეა დასავლეთში.