ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ დრაფტის მონაწილეთა ასაკი 18-მდე დაიყვანა
ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) დრაფტზე მონაწილეობა აქამდე 19 წლის ახალგაზრდა კალათბურთელებს შეეძლოთ. როგორც ჩანს, ლიგის ხელმძღვანელობა ამ კუთხით ცვლილების შეტანას გეგმავს.
ადამ სილვერის განცხადებით, მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია, რათა 18 წლის ახალგაზრდებმაც შეძლონ დრაფტში მონაწილეობა, თუმცა ამ იდეის განხორციელება სავარაუდოდ 2022 წლისთვის იგეგმება.