ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ „ჩიკაგოს“ და „ოკლაჰომას“ მოთამაშეები დასაჯა
2 დღის წინ გამართულ ნბა-ს რეგულარული სეზონის მორიგ შეხვედრაში „ოკლაჰომამ“ „ჩიკაგოს“ დამაჯერებელი ანგარიშით სძლია. მატჩის მიმდინარეობისას კალათბურთელებს შორის ინციდენტი მოხდა. ჩხუბი კრის დანსა და რასელ ვესტბრუკს შორის დაიწყო და მასიური სახე მიიღო.
ჯერემი გრანტი რასს გამოესარჩლა, რამაც საბოლოოდ მასსა და რობინ ლოპესს შორის სერიოზული დაპირისპირება გამოიწვია. ორივე სპორტსმენი მსაჯებმა ტექნიკური ჯარიმებით დასაჯეს, თუმცა ეს საბოლოო განაჩენი არ აღმოჩნდა.
ნბა-ს სადისციპლინო კომიტეტმა ინციდენტში მონაწილე კალათბურთელებს ჯარიმები დააკისრა. ლოპესს 25 000 $, გრანტს 20 000$ და დანს 15 000$ გადახდა დაეკისრათ. რაიმონდ ფელტონსა და დენის შროდერს კი ორ მატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცეს.