ეროვნული საფეხბურთო ლიგის ოფიციალურმა გვერდმა საქართველოს მთავარი საფეხბურთო ლიგის მეოთხე წრის საუკეთესოები დაასახელა.
ეროვნული ლიგისა და ეროვნული ლიგა 2-ის მეოთხე წრის საუკეთესო მწვრთნელებად გიორგი ჭიაბრიშვილი და დენის ხომუტოვი დასახელდნენ. “საბურთალოსა” და “გაგრას” მთავარ მწვრთნელებს სპეციალური პრიზები სფფ-ს ვიცე პრეზიდენტმა კახა ჭუმბურიძემ გადასცა.
ჭიაბრიშვილის ხელმძღვანელობით, „საბურთალომ“ ეროვნული ლიგის დასკვნითი ეტაპი დამაჯერებლად ჩაატარა, კონკურენტი თბილისის „დინამო“ დაამარცხა და ფინიშამდე სამი ტურით ადრე ჩემპიონობა იზეიმა.
უკრაინელმა სპეციალისტმა ხომუტოვმა „გაგრა“ ეროვნულ ლიგაში გადასასვლელ პლეი-აუტში გაიყვანა. გარდა ამისა, მისი გაწვრთნილები საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალში გავიდნენ და ქუთაისის „ტორპედოსთან“ მარცხის მიუხედავად, გადამწყვეტ შეხვედრაში მშვენიერი ფეხბურთი აჩვენეს.