საქართველოს ეროვნული ლიგის პირველი წრის სიმბოლური გუნდი ცნობილია. საწყისი ეტაპის რჩეული 11 ეროვნული ლიგის ოფიციალურმა გვერდმა დაასახელა.
სიმბოლურ ნაკრებში ოთხი მოთამაშე მოხვდა ბათუმის „დინამოდან“, სამი – „დინამო თბილისიდან“, ორი – ქუთაისის „ტორპედოდან“, ერთი – გორის „დილიდან“ და ერთიც – „სამტრედიიდან“.
ეროვნული ლიგის პირველი წრის სიმბოლური გუნდი:
მეკარე: როინ კვასხვაძე (ქუთაისის „ტორპედო“)
მცველები: ლადო მამუჩაშვილი (ბათუმის „დინამო“), პედრო მონტეირო (ქუთაისის „ტორპედო“), მამუკა კობახიძე (ბათუმის „დინამო“), ვანდერსონ სილვა (გორის „დილა“).
ნახევარმცველები: სანდრო ალთუნაშვილი (ბათუმის „დინამო“), ულად-ომარ იმრანი („დინამო თბილისი“), გაბრიელ სიგუა („დინამო თბილისი“).
თავდამსხმელები: უსმანე კამარა („დინამო თბილისი“), ჯოვინო ფლამარიონი (ბათუმის „დინამო“), ზვიად ნაჭყებია („სამტრედია“).