ეროვნულმა ლიგამ აპრილის ხუთი საუკეთესო გოლი დაასახელა [ვიდეო] #1TVSPORT
ეროვნული ლიგის ოფიციალურმა გვერდმა აპრილის თვის ხუთი საუკეთესო გოლი დაასახელა.
მე-10 ტურში გიორგი ახალაძის მიერ 88-ე წუთზე გატანილი გოლი გადამწყვეტი აღმოჩნდა. ფოთელების მცველმა, დაახლოებით, 35 მეტრიდან დაარტყა, გოლმა კი „კოლხეთს“ მნიშვნელოვანი ქულა მოუტანა.
ხუთეულში მოხვდა „კოლხეთის“ კიდევ ერთი მოთამაშის, საბა ფირანაშვილის ლამაზი გოლი, რომელმაც თავი ქუთაისის „ტორპედოსთან“ გასვლით შეხვედრაში გამოიჩინა.
2 გოლი „იბერიას“ ფეხბურთელებს, გიორგი კოხრეიძესა და ბაქარ ქარდავას ეკუთვნით. პირველმა „თელავის“ კარი აიღო, მეორემ – წყალტუბოს „სამგურალის“.
მაგრამ, სილამაზითაც და მნიშვნელობითაც გამორჩეული გოლი გიორგი არაბიძემ ჩაიწერა ანგარიშზე. 10 მოთამაშით დარჩენილი ქუთაისის „ტორპედოსა“ და ფოთის „კოლხეთის“ მატჩის მე-80 წუთზე ანგარიში 2:2 იყო, როდესაც 25 წლის ნახევარმცველმა ბურთი საჯარიმოსთან მიიღო და გუნდს მნიშვნელოვანი 3 ქულა მოუტანა.