ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის მოთამაშეებმა საფეხბურთო სიმბოლური ნაკრებები შეადგინეს
ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის მოთამაშეებმა – ლუკა დონჩიჩმა („დალასი“), ლარი ნენსმა („კლივლენდი“) და ჯონ კოლინზმა („ატლანტა“) საფეხბურთო სიმბოლური ნაკრებების საკუთარი ვერსიები შეადგინეს.
საინტერესოა, რომ არც ერთ გუნდში არ მოხვდა არგენტინელი ლიონელ მესი.
დონჩიჩის გუნდში მოხვდნენ: იან ობლაკი, მარსელო, სერხიო რამოსი, დიეგო გოდინი, რაფაელ ვარანი, ტონი კროოსი, ისკო, პოლ პოგბა, ლუკა მოდრიჩი, ნეიმარი, კრიშტიანუ რონალდუ.
ნენსმა ასეთი გუნდი აარჩია: იან ობლაკი, ჯორჯო კიელინი, კალიდუ კულიბალი, სამუელ უმტიტი, ვირჯილ ვან დეიკი, ნ’გოლო კანტე, ედენ აზარი, ლუკა მოდრიჩი, კევინ დე ბრუინი, კილიან მბაპე, კრიშტიანუ რონალდუ.
კოლინზის 2018 წლის სიმბოლური ასეთია: იან ობლაკი, ჯორჯო კიელინი, კალიდუ კულიბალი, ლუკა ერნანდესი, მარსელო, ნ’გოლო კანტე, ედენ აზარი, პოლ პოგბა, ივან რაკიტიჩი, კრიშტიანუ რონალდუ, ნეიმარი.