ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის დღის ხუთი საუკეთესო მომენტი და მატჩების ფაქტები
მორიგი სათამაშო დღის შემდეგ, ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ (NBA) 5 საუკეთესო მომენტის ვიდეო გაავრცელა, რომელშიც შესულია:
5. მემფისი-დენვერი – გერი ჰარისის ეფექტური ორქულიანი
4. ბოსტონი-ბრუკლინი – მარკუს სმარტი ორიგინალური გადაცემა
3. ინდიანა-გოლდენ სტეიტი – სტეფ კარის ფინტი და ორქულიანი
2. ინდიანა-გოლდენ სტეიტი – კლეი ტომპსონის გარღვევა და ჩატენვა
1. ინდიანა-გოლდენ სტეიტი – სტეფ კარის სამქულიანი პირველი ტაიმის ბოლო წამზე
დღის ფაქტები:
– დენვერმა 25-ქულიანი ჩამორჩენის შემდეგ დაამარცხა მემფისი.
– დენვერმა ზედიზედ მესამედ მოიგო.
– მემფისმა ბოლო 17 მატჩში 15 წააგო.
– სტეფ კარიმ თავისი 26 ქულიდან 23 პირველ ტაიმში დააგროვა.
– გოლდენ სტეიტმა ზედიზედ მე-11 მატჩი მოიგო.
– გოლდენ სტეიტს სტუმრად 10-მატჩიანი მოგებათა სერია აქვს.
– გოლდენ სტეიტს დემარკუს კაზინსთან ერთად ხუთიდან ხუთი მოგება აქვს.
– ბოსტონმა შინ ზედიზედ მეექვსედ დაამარცხა ბრუკლინი.
– ბოსტონმა 16 დაფარება შეასრულა, რაც საუკეთესო მაჩვენებელია NBA-ში 1983-84 წლების სეზონის შემდეგ.
– შეწყდა ბრუკლინის ექვსმატჩიანი მოგებათა სერია.
– შარლოტი მესამე მეოთხედში რვა ქულით აგებდა, მაგრამ 14:0 გაიქცა და ამის ხარჯზე მოიგო.
– ნიუ იორკმა ზედიზედ მეათედ და ბოლო 19 მატჩში მეთვრამეტედ წააგო.
– კლიპერსმა ბოლო ექვსი საშინაო შეხვედრიდან მეხუთედ წააგო.
– კლიპერსელმა ლუ უილიამსმა პირველი 11 ტყორცნა ააცილა თამაშიდან.