ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის დღის 10 საუკეთესო მომენტი, მატჩების ფაქტები და სტატისტიკა (ვიდეო)
მორიგი სათამაშო დღის შემდეგ, ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ (NBA) 10 საუკეთესო მომენტის ვიდეო გაავრცელა, რომელშიც შესულია:
10. ბრუკლინი-ბოსტონი – დანიელ ტაისის დაფარება ჰარისის წინააღმდეგ
9. ჰიუსტონი-მემფისი – ჯეიმს ჰარდენის სამქულიანი
8. სან ანტონიო-შარლოტი – ლამარკუს ოლდრიჯის ჩატენვა
7. სან ანტონიო-შარლოტი – ჯეიკობ პოელტლის დაფარება მონკის წინააღმდეგ
6. ჰიუსტონი-მემფისი – დენიელ ჰაუსის ჩატენვა
5. ბრუკლინი-ბოსტონი – სპენსერ დინუიდის შორეული სამქულიანი
4. იუტა-დეტროიტი – რუდი გობერის მძლავრი დანკი
3. ბრუკლინი-ბოსტონი – ტერი როზირის ცალხელა დანკი ორი მეტოქის წინააღმდეგ
2. ჰიუსტონი-მემფისი – მაიკ კონლისა და გარეტ ტემპლის შეტევა
1. ბრუკლინი-ბოსტონი – ჯეილენ ბრაუნის გარღვევა და ჩატენვა
დღის ფაქტები:
– ჯეიმს ჰარდენმა 57 ქულა დააგროვა, რაც სეზონში მისი პირადი რეკორდია.
– ჰარდენმა ზედიზედ მე-17 მატჩში დააგროვა მინიმუმ 30 ქულა. ეს არის სიგრძით მეორე სერია ისტორიაში 1964 წლის შემდეგ, როცა ზედიზედ 20 ასეთი მატჩი ჰქონდა უილტ ჩემბერლენს.
– “ჰიუსტონის” მთავარმა მწვრთნელმა მაიკ დ’ანტონიმ კარიერაში მე-600 გამარჯვება მოიპოვა.
– “მემფისმა” ბოლო ცხრა მატჩში მერვედ მოიგო.
– “ბრუკლინმა” შეწყვიტა “ბოსტონთან” 10-მატჩიანი წაგებათა სერია.
– “ბრუკლინმა” მესამე მეოთხედში 44 ქულა დააგროვა, რაც საკლუბო რეკორდია.
– დ’ანჯელო რასელმა სეზონში მეექვსე 30-ქულიანი მატჩი ჩაატარა.
– ჯეისონ ტეიტუმმა 34 ქულით კარიერის რეკორდი დაამყარა.
– “ბრუკლინმა” ბოლო 19 მატჩში მე-14 მოიგო.
– “ნიუ ორლეანმა” ბოლო ხუთ მატჩში მეოთხედ მოიგო.
– ენტონი დევისმა სეზონში 31-ე და ზედიზედ მე-14 ორმაგი დუბლი შეასრულა.
– “კლიპერსს” ზედიზედ სამი მატჩი აქვს წაგებული.
– “საკრამენტოს” ექვსმა კალათბურთელმა დააგროვა მინიმუმ 10 ქულა.
– “საკრამენტომ” მოიგო ზედიზედ მეოთხე საშინაო მატჩი.
– “საკრამენტოს” სათადარიგოებმა 58 ქულა დააგროვეს.
– რუდი გობერმა 25 მოხსნით კარიერის რეკორდი დაამყარა.
– “იუტამ” 17 შეცდომა დაუშვა, მაგრამ მაინც მოიგო ზედიზედ მეოთხე მატჩი.
– “დეტროიტმა” ბოლო 10 მატჩში მერვედ წააგო.
– “შარლოტმა” შეწყვიტა სამმატჩიანი წაგებათა სერია.
დღის შედეგები:
ბრუკლინი-ბოსტონი 109:102 (27:25, 19:20, 44:21, 19:36)
ბრუ: რასელი (34, 7 პ), ალენი (19, 12 მ, 4 დ), კურუჩი (19), ჰარისი (13, 8 მ), კეროლი (10, 14 მ).
ბოს: ტეიტუმი (34), ბრაუნი (22), უანამეიკერი (13).
ჰიუსტონი-მემფისი 112:94 (24:29, 30:19, 33:22, 25:24)
ჰ: ჰარდენი (57, 9 მ), ჰაუსი (15), გრინი (14), რივერსი (11).
მ: ტემპლი (14), კონლი (14, 7 მ, 7 პ), ჯექსონი (12), მაკი (10, 7 პ).
სან ანტონიო-შარლოტი 93:108 (24:28, 19:21, 29:27, 21:32)
ს-ა: ოლდრიჯი (28, 10 მ), უაიტი (18, 7 პ), დეროზანი (14), მილსი (14).
შ: უოკერი (33), ლემბი (19, 7 მ), უილიამსი (11).
იუტა-დეტროიტი 100:94 (27:31, 26:28, 22:15, 25:20)
ი: მიტჩელი (28), კორვერი (19), გობერი (18, 25 მ), ინგლსი (13, 8 პ), ფეივორსი (10, 8 მ).
დ: გრიფინი (19), დრამონდი (15, 13 მ), ბულოკი (13), ჯექსონი (11), კენარდი (10).
საკრამენტო-პორტლენდი 115:107 (24:27, 30:17, 29:31, 32:32)
ს: ჰილდი (19, 7 მ), ბოგდან ბოგდანოვიჩი (18), ფოქსი (16, 9 პ), კოული-სტაინი (12, 8 მ), ბეგლი (13, 11 მ), ჯაილსი (12).
პ: ლილარდი (35), ტერნერი (14), ამინუ (13, 11 მ), ლეიმანი (13), ლეონარდი (11, 7 მ), ნურკიჩი (6, 11 მ).
კლიპერსი-ნიუ ორლეანი 117:121 (36:32, 27:34, 25:28, 29:27)
კ: ჰარელი (26, 10 მ), გალინარი (25), ჰარისი (21), უილიამსი (18), ბევერლი (3, 11 მ, 7 პ).
ნ-ო: დევიჩი (46, 16 მ), რენდლი (27), ჰოლიდეი (19, 8 პ), პეიტონი (11).