ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის დღის 10 საუკეთესო მომენტი და მატჩების ფაქტები
მორიგი სათამაშო დღის შემდეგ, ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ (NBA) 10 საუკეთესო მომენტის ვიდეო გაავრცელა, რომელშიც შესულია:
10. დეტროიტი-მილუოკი – ანდრე დრამონდის ჩატენვა
9. ჰიუსტონი-ნიუ ორლეანი – ჯალილ ოკაფორის ჩატენვა ეფექტური კომბინაციის შემდეგ
8. ბრუკლინი-ჩიკაგო – ზაკ ლავინის ფინტი და ჩატენვა
7. დეტროიტი-მილუოკი – ბრუკ ლოპესის დაფარება ანდრე დრამონდზე
6. ორლანდო-ოკლაჰომა – პოლ ჯორჯის ეფექტური ორქულიანი ჯარიმასთან ერთად
5. ბრუკლინი-ჩიკაგო – რონდე ჰოლის-ჯეფერსონის ფარქვეშ შესვლა
4. ლეიკერსი-ფილადელფია – რაჟონ რონდონსა და ჯავალ მაკგის ალეი-უპი
3. დეტროიტი-მილუოკი – ერის ბლედსოუს პასი და იანის ანტენტოკუნმპოს ჩატენვა
2. ლეიკერსი-ფილადელფია – ბრენდონ ინგრემის დანკი კორი ბრიუერზე
1. სან ანტონიო-ფინიქსი – რუდი გეის ბაზერ ბიტერი
დღის ფაქტები:
– ჯეიმს ჰარდენმა ზედიზედ 24 მატჩში დააგროვა მინიმუმ 30 ქულა. მის ანგარიშზე 37 ქულა იყო, თუმცა 30 ქულამდე სირენამდე ორი წუთით ადრე ავიდა, ბოლო წუთში კი შვიდი ქულა მიითვალა.
– ბრენდონ ინგრემმა 36 ქულით კარიერის რეკორდი დაამყარა.
– დენის შრიოდერმა მეოთხე მეოთხედში 18 ქულა დააგროვა. ეს 18 ქულა “ოკლაჰომას” 23:5 გაქცევაში შედიოდა.
– პოლ ჯორჯმა თავისი 37 ქულიდან 31 პირველ ტაიმში აიღო.
– “ოკლაჰომამ” ექვს მატჩამდე გაზარდა თავის მოგებათა სერია.
– “ორლანდომ” ზედიზედ მეოთხედ და ბოლო რვა მატჩში მეშვიდედ წააგო.
– “კლივლენდმა” სეზონში პირველად მოიგო ზედიზედ ორი მატჩი.
– “ბრუკლინმა” შინ ზედიზედ მეცხრე მატჩი მოიგო.
– დ’ანჯელო რასელმა ამ სეზონში მერვედ დააგროვა მატჩში მინიმუმ 30 ქულა.
– “ბრუკლინმა” საკუთარ მოედანზე ზედიზედ მეექვსედ დაამარცხა “ჩიკაგო”.