ეროვნული ნაკრების ამხანაგურებს გულშემატკივრები უფასოდ დაესწრებიან
ეროვნული ნაკრების ამხანაგურებს გულშემატკივრები უფასოდ დაესწრებიან

ვლადიმირ ვაისი და საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ერთა ლიგისთვის მზადებას იწყებენ. ”ჯვაროსნები” ამხანაგურ მატჩებს თბილისში გამართავენ.

ვაისის გაწვრთნილები სეზონის პირველ მატჩს 24 მარტს ჩაატარებენ და ლიტვის ეროვნულ გუნდს უმასპინძლებენ, ხოლო 27 მარტს – ესტონეთს. 

ორივე დაუპირისპირება , მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დაიგეგმა და 19:00 საათზე დაიწყება. საინტერესოა, რომ ფეხბურთს ფედერაციის გადაწყვეტილებით, გულშემატკივრებისთვის შეხვედრებზე დასწრება თავისუფალია.

საქართველოს ნაკრები კიდევ ერთ საერთაშორისო ამხანაგური მატჩს 5 ივნისს გასვლაზე ლუქსემბურგთან გამართავს. უეფას ერთა ლიგაზე კი პირველი შეხვედრა 6 სექტემბერს გასვლაზე ყაზახეთთან გველის.