ეროვნული ლიგის ყველაზე ძვირად ღირებული მოთამაშე ჯიმი ტაბიძეა - გოჩოლეიშვილის შეფასებაც გაიზარდა #1TVSPORT
ინტერნეტ-პორტალმა „ტრანსფერმარკტმა“ საქართველოს ჩემპიონატის მოთამაშეთა შეფასებები განაახლა, ეროვნული ლიგის ყველაზე ძვირად ღირებული მოთამაშე კვლავ ჯიმი ტაბიძეა.
თბილისის „დინამო“ კაპიტანი და საქართველოს ნაკრების წევრი, რომელიც GFF Awards 2022-ზე ეროვნული ლიგის საუკეთესო მცველად აღიარეს – 1,5 მილიონ ევროდ არის შეფასებული.
აღსანიშნავია დონეცკის „შახტარში“ გადასულ გიორგი გოჩოლეიშვილის პროგრესი. სეზონის დასრულების შემდეგ „ტრანსფერმარკტმა“ მისი სატრანსფერო ფასი 900 ათას ევრომდე გაზარდა. „საბურთალოს“ 21 წლის ყოფილი მარჯვენა მცველი წლის დასაწყისში 275 ათას ევროდ იყო შეფასებული, მაგრამ მისი ფასი ყოველი განახლებისას იზრდებოდა – ჯერ 400 ათასი ევრო გახდა, შემდეგ 600, ბოლოს კი – 900 ათასი.
მცირედით გაიზარდა თბილისის „დინამოს“ ორი მოთამაშის სატრანსფერო ღირებულება – უსმანე კამარა 475-ათასის ნაცვლად 500 ათას, ხოლო მაროკოელი ულად-ომარ იმრანი 300 ათასის ნაცვლად 400 ათას ევროდ არის შეფასებული.
ეროვნულ ლიგის ყველაზე ძვირად ღირებულ მოთამშეთა ხუთეული ასე გამოიყურება:
1. ჯიმი ტაბიძე, „დინამო“ (თბილისი) – 1,5 მლნ. ევრო;
2. ანზორ მექვაბიშვილი, „დინამო“ (თბილისი) – 1,00 მლნ. ევრო;
3. გიორგი გოჩოლეიშვილი, „საბურთალო“ 900 ათასი ევრო;
4. ჯოვინო ფლამარიონი, „დინამო“ (ბათუმი) 800 ათასი ევრო;
5. გიორგი მოისწრაფიშვილი, „დინამო“ (თბილისი) – 700 ათასი ევრო.