ეროვნული ლიგის ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელი ჯიმი ტაბიძეა #1TVSPORT
ეროვნული ლიგის ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელი ჯემალ (ჯიმი) ტაბიძეა – „დინამო თბილისის“ მცველის ტრანსფერს „ტრანსფერმარკტი“ 1,50 მილიონ ევროდ აფასებს.
სამეულში ასევე შედიან ბათუმის „დინამოს“ ახალწვეული მუსა კონატე (1,20) და „დინამო თბილისის“ 21 წლის ნახევარმცველი ანზორ მექვაბიშვილი (1.00). „ტრანსფერმარკტი“ეროვნულ ლიგაში მილიონ ევროდ (ან მეტად) მხოლოდ ამ სამი ფეხბურთელის ტრანსფერს აფასებს.
ეროვნული ლიგის ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელები:
ჯემალ ტაბიძე („დინამო“ თბ) – 1,50 მილიონი ევრო
მუსა კონატე („დინამო“ ბთ) – 1,20
ანზორ მექვაბიშვილი (“დინამო“ თბ) – 1.00
ჯოვინო ფლამარიონი („დინამო“ ბთ) – 0,800
გიორგი მოისწრაფიშვილი („დინამო“ თბ) – 0.700
ზორან მარუშიჩი („დინამო“ თბ) – 0,650
თორნიკე ოქრიაშვილი („გაგრა“) – 0.600
არდიტ ტოლი („ტორპედო“) – 0.500
უსმანე კამარა („დინამო“ თბ) – 0.500
ლადო მამუჩაშვილი („დინამო“ ბთ) – 0,500