ეროვნული ლიგის ყველაზე ძვირად ღირებულ მოთამაშეთა სიას სამი ლიდერი ჰყავს #1TVSPORT
„ტრანსფერმარკტის“ შეფასებით, ეროვნულ ლიგაში მეორე წრის დასრულების შემდეგ, ყველაზე ძვირად ღირებულ მოთამაშეთა შორის ერთდროულად სამი მოთამაშე ლიდერობს – ერთი ბათუმის, ორი კი თბილისის „დინამოდან“.
„ტრანსფერმარკტი“ ეროვნულ ლიგაში მილიონ ევროდ ბათუმის „დინამოსა“ და ჩემპიონატის ბომბარდირს, ჯოვინო ფლამარიონს, ასევე „დინამო თბილისისა“ და ეროვნული ნაკრების მოთამაშეებს, ანზორ მექვაბიშვილს და ჯემალ ტაბიძეს აფასებს.
ეროვნული ლიგის ძვირად ღირებული მოთამაშეები
1. ჯოვინო ფლამარიონი, „დინამო“ (ბთ) – 1 მლნ. ევრო;
2. ანზორ მექვაბიშვილი, „დინამო თბილისი“ – 1 მლნ. ევრო;
3. ჯემალ ტაბიძე, „დინამო თბილისი“ – 1 მლნ. ევრო;
4. მუსა კონატე, „დინამო“ (ბთ) – 900 000 ევრო;
5. გაბრიელ სიგუა, „დინამო თბილისი“ – 800 000 ევრო;
6. ზორან მარუშიჩი, „დინამო თბილისი“ – 600 000 ევრო;
7. ულად-ომარ იმრანი, „დინამო თბილისი“ – 600 000 ევრო;
8. გიორგი მოისწრაფიშვილი, „დინამო თბილისი“ – 550 000 ევრო;
9. ტიერი გეილი, „დილა“ – 550 000 ევრო;
10. სანდრო ალთუნაშვილი „დინამო“ (ბთ) – 500 000 ევრო;
11. ლადო მამუჩაშვილი „დინამო“ (ბთ) – 500 000 ევრო;
12. გიორგი კვერნაძე „დინამო“ (ბთ) – 500 000 ევრო;
13. უსმანე კამარა „დინამო თბილისი“ – 500 000 ევრო.