ეროვნული ლიგის წრის სიმბოლურში ყველაზე მეტი ფეხბურთელი გორის „დილადანაა“ #1TVSPORT
ეროვნული ლიგის წრის სიმბოლურში ყველაზე მეტი ფეხბურთელი გორის „დილადანაა“ #1TVSPORT

ეროვნული ლიგის ოფიციალურმა გვერდმა ლიგის მეოთხე წრის სიმბოლური ნაკრები გამოაქვეყნა – 4-3-3 სათამაშო სისტემით დასახელებული გუნდი ასე გამოიყურება:

მეკარე: ანდრე პრიეტო („დინამო თბილისი“)

მცველები: ნიკა მალი („საბურთალო“), მამუკა კობახიძე (ბათუმის „დინამო“), ანტონ თოლორდავა („თელავი“), ლევან ხარაბაძე („დინამო თბილისი“)

ნახევარმცველები: მიხეილ ბაშელეიშვილი („თელავი“), ირაკლი ბიძინაშვილი (გორის „დილა“), ნიკა გაგნიძე (გორის „დილა“)

თავდამსხმელები: ლადო მამუჩაშვილი (ბათუმის „დინამო“), თორნიკე კაპანაძე (გორის „დილა“), თორნიკე ახვლედიანი (ქუთაისის „ტორპედო“)

ყველაზე მეტი, 3 მოთამაშე სიმბოლურ ნაკრებში გორის „დილადან“ მოხვდა, 2-2 წარმომადგენელი ჰყავთ ჩემპიონ ბათუმის „დინამოს“, „დინამო თბილისს“ და „თელავს“, თითო – „საბურთალოსა“ და ქუთაისის „ტორპედოს“.