ეროვნული ლიგის ტოპ 10 გოლი - საუკეთესოდ მილან რადინის დარტყმა აღიარეს [ვიდეო] #1TVSPORT

ეროვნული ლიგის 2022 წლის საუკეთესოდ მილან რადინის გოლი აღიარეს – ბათუმის „დინამოს“ სერბმა ნახევარმცველმა ეფექტური გოლი „გაგრასთან“ (5:2) საშინაო შეხვედრაში გაიტანა.

ეროვნული ლიგის 2022 წლის სეზონი გამორჩეული გახლდათ დასამახსოვრებელი, დაძაბული მატჩებით და არც ლამაზი გოლების სიმცირე იყო.

ეროვნული ლიგის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნეს სეზონის საუკეთესო 10 გოლი – მილან რადინის დარტყმაზე არანაკლებ ლამაზი გოლებით თავი სხვა მოთამაშეებმაც გამოიჩინეს.

ამაში წლის საუკეთესო 10 გოლის ნახვის შემდეგ თავადაც დარწმუნდებით.