ეროვნული ლიგის სენსაციური სტარტი - ჩემპიონმა დებიუტანტი ვერ დაამარცხა
ეროვნულ ლიგაში ახალი სეზონი დაიწყო. პირველი შეხვედრა „დინამო-არენაზე“ გაიმართა, სადაც საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა „დინამო თბილისმა“ ლიგის დებიუტანტს, „თელავს“ უმასპინძლა და მოულოდნელად, მეტოქე ვერ დაამარცხა.
თამაში თბილისელთა უპირატრესობით მიმდინარეობდა, მაგრამ პირველი რეალური საგოლე მომენტი იაროსლავ კვასოვს ჰქონდა – „თელავის“ თავდამსხმელის დარტყმის შემდეგ ბურთი ძელს მოხვდა და „დინამო“ გადარჩა.
მეორე ტაიმშიც იგივე სურათი იყო – „დინამო“ ლიგის დებიუტანტს უტევდა, სტუმრები კი მწვავე კონტრშეტევებზე ცდილობდნენ გატანას. საბოლოოდ, ჩემპიონმა დებიუტანტს ვერაფერი მოუხერხა. ბოლო შეტევაზე თბილისელთა ნახევარმცველი ბაქარ ქარდავა თელაველთა საჯარიმოში წაიქცა და პენალტს ითხოვდა, მაგრამ მას შეხვედრის მთავარმა არბიტრმა გიორგი ყრუაშვილმა სიმულაციისთვის მეორე ყვითელი ბარათი აჩვენა, მოედნიდან გააძევა, შეხვედრა კი სენსაციური შედეგით 0:0 დასრულდა.
ტურში კიდევ ოთხი მატჩი გაიმართება:
შაბათი, 29 თებერვალი
დინამო ბთ – მერანი თბ
20:00. ანგისა – ბათუმი
კვირა, 1 მარტი
საბურთალო – ჩიხურა
15:00. მიხეილ მესხი – თბილისი
ტორპედო – დილა
18:00. რამაზ შენგელია – ქუთაისი
ლოკომოტივი – სამტრედია
20:00. მიხეილ მესხი 2 – თბილისი