ეროვნული ლიგის რეკორდი - 28-ე ტურში ცხრა პენალტი დაინიშნა #1TVSPORT
ეროვნული ლიგის რეკორდი - 28-ე ტურში ცხრა პენალტი დაინიშნა #1TVSPORT

ეროვნული ლიგის 28-ე ტურში სარეკორდო რაოდენობის თერთმეტმეტრიანი საჯარიმო დარტყმა დაინიშნა – გუნდებმა ცხრა პენალტი შეასრულეს.

ბათუმის „დინამოსა“ და ქობულეთის „შუქურას“ შეხვედრაში სამი პენალტი დაინიშნა და სამივე სხვადასხვა მოთამაშემ (გიორგი ზარია, გიორგი წიტაიშვილი, ალექსანდერ იაკობსენი) გამოიყენა.

სამი თერთმეტმეტრიანი დაინიშნა ზესტაფონში, „სამგურალისა“ და „გაგრის“ შეხვედრაში. სტუმრები გიორგი ლომთაძემ დააწინაურა, წყალტუბოელთაგან კი იაპონელმა ლეგიონერმა, ტაიკი კაგაიამამ თავისი შანსით ვერ ისარგებლა, მაგრამ დენის ბალანიუკმა გატანა მოახერხა.

„თელავისა“ და „სამტრედიის“ შეხვედრაში ორი პენალტი დაინიშნა სტუმართა სასარგებლოდ. მათე აბულაძემ მეკარეს ვერ აჯობა, მაგრამ მსაჯმა განმეორებითი დარტყმა დანიშნა და ალეკსანდრ მიშოვმა შანსი გოლად აქცია.

ბოლო, მეცხრე პენალტი „ტორპედოსა“ და „საბურთალოს“ შეხვედრაში ვიხილეთ, რომელიც გიორგი არაბიძემ უნაკლოდ შეასრულა. თერთმეტმეტრიანი საჯარიმოს დარტყმა მხოლოდ ტურის ბოლო შეხვედრაში („დინამო თბილისი“-„დილა“) არ დანიშნულა.