ეროვნული ლიგის პირველი წრის სიმბოლურ ნაკრებში გორელები და დინამოელები სჭარბობენ
ეროვნული ლიგის ოფიციალურმა გვერდმა პირველი წრის დასრულების შემდეგ ამ ეტაპის სიმბოლური ნაკრები გამოაქვეყნა.
მეკარე: როინ კვასხვაძე (დინამო, თბ)
მცველები: გია ჩაბრაძე (თელავი), მამუკა კობახიძე (დინამო, ბთ), ბალგუ იენდეუნტი (დილა), დავით კობოური (დინამო, თბ)
ნახევარმცველები: გიორგი კუცია (დინამო, თბ), ელვინ ტერა (საბურთალო), ამოს ნონდი (დილა)
თავდამსხმელები: ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბთ), მიკოლა კოვტალიუკი (დილა), ირაკლი რუხაძე (თელავი)
სიმბოლურში ყველაზე მეტი ფეხბურთელი გორის „დილადან“ და თბილისის „დინამოდან“ მოხვდა – ორივე გუნდიდან სამ-სამი მოთამაშეა.
ჯაბა ჯიღაური – ეროვნული ლიგის პირველი წრის საუკეთესო ფეხბურთელი