ეროვნული ლიგის პირველი წრის საუკეთესო ფეხბურთელად ჯოვინო ფლამარიონი დაასახელეს #1TVSPORT
ეროვნული ლიგის პირველი წრის საუკეთესო ფეხბურთელად ბათუმის „დინამოს“ თავდამსხმელი ჯოვინო ფლამარიონი დასახელდა, – ინფორმაციას ლიგის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.
პირველ წრეში ბათუმის „დინამოს“ ბრაზილიელმა თავდამსხმელმა რვა მატჩი ჩაატარა, ექვსი გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა. ის პირველი წრის საუკეთესო ბომბარდირიც გახდა.
ფლამარიონი ბათუმის „დინამოში“ 2017 წლიდან თამაშობს და ამ პერიოდში გუნდში ჩატარებულ 145 მატჩში 72 გოლი გაიტანა. მას შანსი აქვს, წელს ან მომავალ წელს ეროვნული ლიგის ასიანთა კლუბში მოხვდეს.
შეგახსენებთ, რომ 26 წლის ფეხბურთელმა საქართველოს მოქალაქეობა მიიღო და აქვს უფლება, საქართელოს ნაკრებში ითამაშოს.