ეროვნული ლიგის მოთამაშეებიდან ყველაზე ძვირად ღირებულები ჯოვინო და მექვაბიშვილი არიან, კლუბებს შორის „დინამო თბილისი“ ლიდერობს #1TVSPORT
გერმანული ანალიტიკური ვებგვერდის, transfermarkt-ის მონაცემების მიხედვით, მიმდინარე სეზონში ეროვნული ლიგის გუნდების შორის პირველ ადგილზე ისევ თბილისის „დინამოა“, რომლის ჯამური ფასიც 7,13 მილიონ ევროს შეადგენს.
სამეულში არიან ბათუმის „დინამო“ (6,45) და „საბურთალო“ (5,08), ხოლო ყველაზე დაბალი შეფასება აუტსაიდერის, ეროვნულ ლიგა 2-ში ნაადრევად გავარდნილი ქობულეთის „შუქურას“ მოთამაშეებს აქვთ – 1,4 მილიონი ევრო.
ელიგის კლუბების ჯამური ფასი
დინამო თბილისი – 7,13 მილიონი ევრო
ბათუმის დინამო – 6,45
საბურთალო – 5,08
ტორპედო – 4,68
სამგურალი – 4,50
თელავი – 3,80
გორის დილა – 3,73
გაგრა – 3,03
სამტრედია – 2,49
შუქურა ქობულეთი – 1,40
ჯამური ფასი – 42.26 მილიონი ევრო
ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშეების სიას ერთდროულად ორი ფეხბურთელი ლიდერობს – ბათუმის „დინამოს“ ბრაზილიელი თავდამსხმელი ჯოვინო ფლამარიონი და „დინამო თბილისის“ კაპიტანი ანზორ მექვაბიშვილი – ორივეს ტრანსფერი მილიონ ევროდ არის შეფასებული. სამეულშია ბათუმელთა კიდევ ერთი მოთამაშე, გიორგი წიტაიშვილი (0,900).
ელიგის ყველაზე ძვირადღირებულ მოთამაშეთა ტოპ-3
1. ფლამარიონი, ბრაზილია, ბათუმის დინამო – 1.00 (მილიონი)
2. ანზორ მექვაბიშვილი, დინამო თბილისი – 1.00
3. გიორგი წიტაიშვილი, ბათუმის დინამო – 0.900