ეროვნული ლიგის მესამე ტურის საუკეთესო გოლი - შონიას მეტოქის მწვრთნელმაც ტაში დაუკრა [ვიდეო] #1TVSPORT
ეროვნული ლიგის მესამე ტური სტატისტიკურად საკმაოდ უხვგოლიანი გამოვიდა, 5 მატჩში 16 გოლი გავიდა – საშუალოდ შეხვედრაში 3,2 გოლი. თუმცა უხვგოლიანი რეალურად მხოლოდ ერთი მატჩი იყო. „გაგრასა“ და „დინამო თბილისის“ მატჩი სტუმართა გამარჯვებით 5:3 დასრულდა.
ტურში რამდენიმე საკმაოდ ლამაზი გოლი გავიდა. „ტორპედომ“ „სამტრედია“ 2:0 დაამარცხა, ქუთაისელების პირველი გოლი გიორგი არაბიძემ დაახლოებით აუტის ხაზიდან გაიტანა, ეფექტური დარტმით გახსნა „გაგრასთან“ ანგარიში „დინამო თბილისის“ ნახევარმცველმა ულად-ომარ იმრანმაც. 47-ე წუთზე მეკარე ლუკა კუტალაძის გადაცემით, მეკარესთან პირისპირ ზორან მარუშიჩი დარჩა და „დინამოს“ უპირატესობა ეფექტური შეტევის შემდეგ გაზარდა.
მაგრამ გამორჩეული მაინც იყო გოლი, რომელიც ამ შეხვედრაში „გაგრას“ ნახევარმცველმა თემურ შონიამ 73-ე წუთზე „გაიტანა – ლევან კაკუბავას პასის შემდეგ, შონიამ კარიდან წინ გამოსული მეკარე შენიშნა და დაახლოებით 22-23 მეტრიდან ბურთი თავზე გადაუგდო. გოლი იმდენად ეფექტური გამოდგა, რომ შონიას „დინამოს“ მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმაც ტაში დაუკრა…