ეროვნული ლიგის მეხუთე ტურში „დინამო თბილისი“ „სამტრედიას“ დაუზავდა #1TVSPORT
საქართველოს ეროვნული ლიგის მეხუთე ტურში „დინამო თბილისმა“ საკუთარ მოედანზე „სამტრედიას“ უმასპინძლა და ბოლო წუთზე ქულის მოპოვება მოახერხა – 1:1.
მატჩის დაწყებამდე „დინამო თბილისისა“ და „სამტრედიის“ ფეხბურთელებმა საპატიო დერეფანი მოუწყვეს საქართველოს ნაკრების წარმომადგენლებს – მეკარე გიორგი ლორიას და „ჯვაროსნების“ ექიმს, დავით ხარაბაძეს.
სამტრედიელებმა ანგარიში 46-ე წუთზე გახსნეს. სწრაფი კონტრშეტევა რევაზ ინჯგიამ ომრან ჰაიდარს გაუგრძელა, რომელმაც ზუსტად დაარტყა. „დინამომ“ ანგარიში 89-ე წუთზე გაათანაბრა – ვახტანგ სალიას გადაცემით დანიელ რომანოვსკიმ ისარგებლა.
ხუთი ტურის შემდეგ „დინამო თბილისმა“ შვიდი ქულა დააგროვა და მეხუთე ადგილზეა, „სამტრედია“ კი გათამაშების ცხრილში მეცხრე ადგილს იკავებს.