ეროვნული ლიგის მე-20 ტურის ცენტრალურ შეხვედრაში ბათუმის „დინამომ“ მეოერადგილოსანი „საბურთალო“ 2:1 დაამარცხა და კონკურენტებთან უპირატესობა გაზარდა.
პირველ ტაიმში უფრო მწვავედ „საბურთალო“ უტევდა – ზედიზედ ორჯერ ანგარიშის გახსნის შესანიშნავი შანსი შეიკნე სილამ ვერ გამოიყენა. თბილისელთა მალელმა თავდამსხმელმა გოლი მაინც გაიტანა – სილამ კუთხურის გათამაშების შემდეგ „საბურთალო“ დააწინაურა.
მეორე ნახევარი კიდევ უფრო დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა. საგოლე მომენტები ორივე გუნდმა შექმნა, მიზანს კი ბათუმელებმა მაიღწიეს – 77-ე წუთზე პაატა ღუდუშაურის გადაცემით ჯოვინო ფლამარიონმა ისარგებლა, ზუსტი თავური დარტყმით მე-13 გოლი ჩაიწერა და ანგარიში გაათანაბრა.
83-ე წუთზე გიორგი ჯგერენაიას პასი თორნიკე კაპანაძემ ჩაჭრა და „საბურთალოს“ მეკარემ, ლაზარე კუპატაძემ ბათუმელთა თავდამსხმელი მოცელა. მსაჯმა მას ყვითელი ბარათი აჩვენა და პენალტი დანიშნა, რომელიც ლადო მამუჩაშვილმა უნაკლოდ შეასრულა – 2:1.
ლიდერების დაპირისპირების შემდეგ ბათუმის „დინამო“ 42 ქულით სატურნირო ცხრილის ერთპიროვნული ლიდერი გახდა და „საბურთალოსთან“ უპირატესობა ხუთ ქულამდე გაზარდა.
6 ივნისს ტურის დარჩენილი ორი შეხვედრა გაიმართება:
თბილისი. ილია კოკაიას სახელობის საფეხბურთო ცენტრი
17:00 | შუქურა-სამგურალი
თელავი. კავკასიონი არენა
19:00 | თელავი-გაგრა