ეროვნული ლიგის განახლებამდე - „კოლხეთმა“ „შირაქს“ აჯობა, „ლოკომოტივი“ „არარატს“ დაუზავდა #1TVSPORT
ეროვნული ლიგის განახლებამდე - „კოლხეთმა“ „შირაქს“ აჯობა, „ლოკომოტივი“ „არარატს“ დაუზავდა #1TVSPORT

ეროვნული ლიგის განახლებამდე ქართულმა გუნდებმა მორიგი საკონტროლო მატჩები გამართეს. ფოთის „ კოლხეთი“ გიუმრის „შირაქს“ დაუპირისპირდა და 3:0 გაიმარჯვა.

წყალტუბოს საფეხბურთო ცენტრში გამართულ ამხანაგურ მატჩში ფოთელებმა უპირატესობა პირველივე ტაიმში მოიპოვეს და ორბურთიანი უპირატესობით დაწინაურდნენ.

მოსამზადებელ ეტაპზე კიდევ ორი ამხანაგური მატჩი გამართა თბილისის „ლოკომოტივმა“. რევაზ გოცირიძის გუნდი „გაგრასთან“ 1:5 დამარცხდა, ხოლო ერევნის „არარატთან“ დაპირისპირება ფრედ, 1:1 დაასრულა.

ფოთის „კოლხეთი“ ეროვნულ ლიგაში სეზონს 3 აგვისტოს, მე-19 ტურის მატჩით განაახლებს და ბათუმში „დინამოს“ ესტუმრება, ხოლო „ლოკომოტივი“ 20 ივლისს საქართველოს დავით ყიფიანის თასის 1/16 ფინალში „ბორჯომს“ დაუპირისპირდება, ეროვნულ ლიგა 2-ში კი 31 ივლისს „არაგვს“ შეხვდება.