ეროვნული ლიგის გადაწყვეტილებით, გიორგი მიქაძე მესამე წრის საუკეთესო მწვრთნელია #1TVSPORT
ეროვნული ლიგის გადაწყვეტილებით, მესამე წრის საუკეთესო მწვრთნელად გიორგი მიქაძე დასახელდა – ინფორმაციას ტურნირის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.
„თელავმა“ ჩემპიონატის პირველი და მეორე წრე იმდენად სუსტად ჩაატარა, რომ ბოლო ადგილზე იყო და ლიგის უპირობო აუტსაიდერად ითვლებოდა. მთავარ მწვრთნელად გიორგი მიქაძის დანიშვნის შემდეგ ვითარება რადიკალურად შეიცვალა და გუნდმა პლეი ოფის ზონასაც დააღწია თავი.
მესამე წრეში „თელავმა“ დაამარცხა „სამტრედია“ (2:0), „შუქურა“ (2:0), ბათუმის „დინამო“ (2:1), „სამგურალი“ (1:0), „საბურთალო“ (1:0), „დილა“ (2:1), ფრედ ითამაშა „დინამო თბილისთან“ (2:2), დამარცხდა „გაგრასთან“ (0:1) და ქუთაისის „ტორპედოსთან“ (1:2).
სულ გიორგი მიქაძის ხელმძღვანელობით ჩატარებულ ცხრა შეხვედრაში „თელავმა“ 27 შესაძლებლოდან 19 ქულა დააგროვა და მესამე წრეში უახლოეს მდევარს, „სამტერდიას“ (25) ხუთი ქულით გადაასწრო.