ეროვნული ლიგის გადადებული მატჩები 6 და 14 აპრილს გაიმართება #1TVSPORT
ეროვნული ლიგის გადადებული მატჩების ჩატარების თარიღი გაირკვა – ეროვნული ლიგის ოფიციალური გვერდის ინფორმაციით, მატჩები 6 და 14 აპრილს ჩატარდება.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, უამინდობის გამო მე-3, მე- 4 და მე-5 ტურების მატჩები გადაიდო. მიზეზი დიდთოვლობა იყო – მოედნების გაწმენდა ვერ მოხერხდა და 6 შეხვედრის ჩატარება შეუძლებელი აღმოჩნდა.
ტური 3
ოთხშაბათი, 6 აპრილი
თელავი – სამგურალი
18:00. კავკასიონი არენა – თელავი
ტური 4
ოთხშაბათი, 6 აპრილი
დინამო თბ – დილა
19:00. დინამო არენა – თბილისი
ტორპედო – ლოკომოტივი
21:00. რამაზ შენგელია – ქუთაისი
ტური 5
ხუთშაბათი, 14 აპრილი
სამგურალი – გაგრა
16:00. დავით აბაშიძე – ზესტაფონი
თელავი – ტორპედო
19:00. კავკასიონი არენა – თელავი
საბურთალო – დინამო თბ
21:00. მიხეილ მესხი – თბილისი