ეროვნულ საფეხბურთო ლიგაში ბოლო, მე-18 ტურის ორი შეხვედრა გაიმართა და გაირკვა, ოთხმა გუნდმა სეზონი რომელ პოზიციაზე დაასრულა.
„კავკასიონი არენაზე“ „თელავმა“ ქუთაისის „ტორპედო“ მიიღო და შეხვედრა 1:1 დაასრულა. ქუთაისელებმა თამაში კარგად დაიწყეს და 29-ე წუთზე დაწინაურდნენ – მასპინძელთა კარი უკრაინელმა ლეგიონერმა, ვიტალი პონომარმა აიღო. თუმცა, 90+2-ე წუთზე „თელავის“ ნახევარმცველმა, მიხეილ ბაშელეიშვილმა წონასწორობა აღადგინა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა 1:1.
„მიხეილ მესხზე“ „საბურთალომ“ „სამტრედიას“ უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა. ანგარიშ ამ შემთვევაშიც სტუმრებმა გახსნეს – ესპოანელმა ნახევარმცველმა დიეგო დისიმ 31-ე წუთზე გაიტანა. „საბურთალომ“ მდგომარეობა მეორე ტაიმში გამოასწორა, 65-ე წუთზე პენალტი ბექა ქავთარაძემ გამოიყენა, ხოლო 10 წუთში მისი გადაცემით ნიკა მალმა ისარგებლა და „საბურთალოს“ გამარჯვება მოუტანა 2:1. ამის მიუხედავად, „საბურთალო“ ევროზონის მიღმა დარჩა.
საბოლოოდ, „საბურთალომ“ (27 ქულა) ჩემპიონატი მეხუთე პოზიციაზე დააარულა, მას ერთი საფეხურით ჩამორჩა „თელავი“ (24) და სადებიუტო სეზონში ლიგაში ადგილი შეინარჩუნა, „სამტრედია“ ()19) მე-შვიდე ადგილზეა, ხოლო ქუთაისის „ტორპედომ“ (17) სეზონი მერვე ადგილზე დაასრულა და ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად პლეი ოფში „გაგრას“ შეხვდება.