ეროვნული ლიგის გადადებული ტურის მატჩები 12 სექტემბერს გაიმართება #1TVSPORT
ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების გამო 14 აგვისტოდან სფფ-ის ეგიდით გასამართი ყველა ჩემპიონატი დროებით შეჩერდა. შესაბამისად, გადაიდო ტურის მატჩებიც, რომელიც 14 და 15 აგვისტოს უნდა ჩატარებულიყო.
ეროვნული ლიგის ოფიციალური გვერდიდან ცნობილი გახდა, რომ აღნიშნული შეხვედრები 14-15 აგვისტოს ნაცვლად ერთ დღეს, 12 სექტემბერს გაიმართება.
ტური 23
კვირა, 12 სექტემბერი
შუქურა – სამგურალი
16:30. ჩატარების ადგილი უცნობია
თელავი – დინამო თბ
19:00. კავკასიონი არენა – თელავი
დილა – ტორპედო
20:00. თენგიზ ბურჯანაძე – გორი
საბურთალო – დინამო ბთ
21:00. მიხეილ მესხი – თბილისი
შეგახსენებთ, რომ ამ ტურში ერთი მატჩი ჩატარდა – „სამტრედიამ“ თბილისის „ლოკომოტიოვი“ მიიღო და 1:0 დაამარცხა.
რაც შეეხება ეროვნულ ლიგა 2-ს, 23-ე ტურის მატჩები 10 სექტემბერს ჩატარდება. ამ შემთხვევაშიც, ყველა შეხვედრა ერთ დღეს დაიგეგმა.