ეროვნული ლიგის ახალი სეზონი იწყება - პირველი შეხვედრა სამტრედიაში გაიმართება #1TVSPORT
ეროვნული ლიგის ახალი სეზონი იწყება - პირველი შეხვედრა სამტრედიაში გაიმართება #1TVSPORT

დღეს საქართველოს 35-ე საფეხბურთო ჩემპიონატი იწყდება. 2023 წლის ეროვნული ლიგის პირველი შეხვედრა „ეროსი მანჯგალაძე არენაზე“ გაიმართება – საფეხბურთო კლუბი „სამტრედია“ „თელავს“ დაუპირისპირდება.

ტური 1

შაბათი, 25 თებერვალი

სამტრედია – თელავი

15:00. ეროსი მანჯგალაძე – სამტრედია

დილა – დინამო თბ

19:00. თენგიზ ბურჯანაძე – გორი

 

კვირა, 26 თებერვალი

გაგრა – სამგურალი

15:00. ილია კოკაია არენა – თბილისი

საბურთალო – ტორპედო

17:00. ტექნიკური ცენტრი – რუსთავი

დინამო ბთ – შუქურა

20:00. ბათუმი არენა – ბათუმი

საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატს 1990-2016 წლებში ერქვა უმაღლესი ლიგა, მის შემდეგ კი – ეროვნული ლიგა. უმაღლესი ლიგის ყველაზე ტიტულოვანი კლუბია „დინამო თბილისი“, რომელიც 19-ჯერ გახდა ჩემპიონი.

საქართველო დამოუკიდებლად ჩემპიონატს 1990 წლიდან ატარებს. საქართველოს ჩემპიონატის პირველი მატჩი ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე გაიმართა. ერთმანეთს თბილისის „დინამო“ და ფოთის „კოლხეთი“ დაუპირისპირდნენ. თამაში ვიტალი დარასელია უმცროსის ბურთის გაგორებით დაიწყო. მაშინდელ შეხვედრას 80 ათასზე მეტი მაყურებელი დაესწრო.

თავდაპირველად ჩემპიონატში 18 გუნდი მონაწილეობდა, შემდეგ სეზონში გუნდების რაოდენობა ბევრჯერ შეიცვალა. 2017 წლის სეზონისთვის შეიქმნა 10-გუნდიანი ჩემპიონატი, რომელსაც ეროვნული ლიგა ეწოდა. პირველობა ოთხ წრედ იმართება. ჩემპიონატი იწყება თებერვალში და მთავრდება დეკემბერში.

ეროვნული ლიგის გამარჯვებული გუნდი ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაშობს, მეორე და მესამე ადგილზე გასული გუნდები, ისევე როგორც საქართველოს თასის მფლობელი – კონფერენს ლიგაზე.