ეროვნული ლიგის ახალი სეზონი 27 თებერვალს დაიწყება, პირველი ტურის პირველ შეხვედრაში კი „დინამო თბილისი“ „თელავს“ დაუპირისპირდება, – ინფორმაციას ეროვნული ლიგის ვებ გვერდი ავრცელებს.
ეროვნული ლიგის სეზონის პირველი მატჩი 27 თებერვალს 18:00 საათზე „დინამო-არენაზე“ დაიწყება. შემდეგ, 20:00 საათზე ქუთაისის „ტორპედო“ ვიცე-ჩემპიონს, ბათუმის „დინამოს“ უმასპინძლებს. პირველი ტური კი 1 მარტს, თბილისური დერბით – „საბურთალოსა“ და „ლოკომოტივის“ დაპირისპირებით დასრულდება.
შაბათი, 27 თებერვალი
დინამო თბ – სამგურალი
18:00. დინამო არენა – თბილისი
ტორპედო – დინამო ბთ
20:00. რამაზ შენგელია – ქუთაისი
კვირა, 28 თებერვალი
დილა – შუქურა
18:00. თენგიზ ბურჯანაძე – გორი
თელავი – სამტრედია
20:00. კავკასიონი არენა – თელავი
ორშაბათი, 1 მარტი
საბურთალო – ლოკომოტივი
19:00. მიხეილ მესხი – თბილისი