ეროვნული ლიგის 21-ე ტური - გორის „დილასა“ და ბათუმის „დინამოს“ შეხვედრა გადადებულია #1TVSPORT
დღეს ეროვნულ ლიგაში 21-ე ტურის შეხვედრები გაიმართება, რომელიც ოთხ დღეზეა გადანაწილებული და 15 აგვისტომდე გაგრძელდება.
ტურის მატჩი გორის „დილას“ კვირას, 13 აგვისტოს „თენგიზ ბურჯანაძე არენაზე“ უნდა ჩაეტარებინა და გათამაშების ლიდერი ბათუმის „დინამო“ მიეღო, მაგრამ, ეროვნული ლიგის ოფიციალური გვერდის ცნობით, შეხვედრა გადადებულია.
მიზეზი ისაა, რომ გორელებს კონფერენს ლიგაზე კვიპროსის აპოელ-თან 17 აგვისტოს სტუმრად საპასუხო მატჩი ელით. გუნდი თამაშისთვის უკეთ რომ მომზადებულიყო, ბათუმის „დინამო“ და ფეხბურთის ფედერაცია თამაშის გადადებას დათანხმდნენ.
ეროვნული ლიგა I 21-ე ტური:
შაბათი, 12 აგვისტო
„სამგურალი“ – „თელავი“
17:00. „26 მაისი არენა“, წყალტუბო
კვირა, 13 აგვისტო
„გაგრა“ – „დინამო თბ“
20:00. „დავით პეტრიაშვილი არენა“, თბილისი
„დილა“ – „დინამო ბთ“
შეხვედრა გადადებულია
ორშაბათი, 14 აგვისტო
„სამტრედია“ – „ტორპედო“
17:00. „ეროსი მანჯგალაძე არენა“, სამტრედია
სამშაბათი, 15 აგვისტო
„საბურთალო“ – „შუქურა“
20:00. „მიხეილ მესხი 2“, თბილისი