ეროვნულ ლიგის ოფიციალურმა გვერდმა პირველი წრის დასრულების შემდეგ ლიგის საუკეთესო მოთამაშესთან ერთად, წრის საუკეთესო მწვრთნელიც დაასახელა.
საქართველოს ჩემპიონატის ოფიციალურმა გვერდმა ეროვნული ლიგის პირველი წრის საუკეთესო მწვრთნელად გორის „დილას“ მთავარი მწვრთნელი ანდრეი დემჩენკო დაასახელა.
მისი ხელმძღვანელობით გუნდმა 9 მატჩი ჩაატარა, 5 მოიგო, 2-2 კი ფრედ დაასრულა და წააგო , მან პირველი წრე მესამე ადგილზე დაასრულა. შეგახსენებთ, რომ პირველი წრის ჩემპიონი გიორგი ნემსაძის გაწვრთნილი „დინამო თბილისი“ გახდა.
გორის „დილას“ 44 წლის უკრაინელი მთავარი მწვრთნელი პოსტზე დეკემბერში დაინიშნა. მან გუნდთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. დემჩენკომ პროფესიული კარიერა მოსკოვის ცსკა-ში დაიწყო, შემდეგ კი ამსტერდამის „აიაქსში“ თამაშობდა და მასთან ერთად ევროპის სუპერთასი მოიგო. სამწვრთნელო კარიერა 2010 წელს დაიწყო და ზაპოროჟიეს „მეტალურგს“, ხარკოვის „მეტალისტსა“ და „ლვოვს“ ავარჯიშებდა. საქართველოში გადმოსვლამდე „ბუკოვინას“ სპორტული დირექტორის თანამდებობას იკავებდა.
დემჩენკოს ხელმძღვანელობით „დილა“ საკმაოდ კარგ ფეხბურთს აჩვენებს, მაგრამ მესამე ადგილზეა და „დინამო თბილისს“ 5 ქულით ჩამორჩება.