ეროვნული ლიგის ვირტუალური გათამაშება იწყება - პირდაპირი რეპორტაჟი ეროვნული ლიგის ფეისბუქ გვერდზე
ფეხბურთის ფედერაცია დღეს „E ლიგის“ ვირტუალურ გათამაშებას იწყებს. ტურნირის სტარტს 19:00 საათზე აიღებს. პირველი ტურის ოთხივე შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს ეროვნული ლიგის ფეისბუქ გვერდზე იხილავთ. ტურნირი ტარდება სლოგანით „უგულშემატკივრე შენს გუნდს და საყვარელ ფეხბურთელს სახლიდან გაუსვლელად!“.
ა ჯგუფი
გიორგი ფანცულაია (ტორპედო) – გიორგი მოისწრაფიშვილი (დინამო თბ)
სანდრო ალთუნაშვილი (საბურთალო) – გიორგი მამარდაშვილი (ლოკომოტივი)
ა ჯგუფის შეხვედრები 19:00 საათზე დაიწყება.
ბ ჯგუფი
ზურაბ ღირდალაძე (სამტრედია) – გიორგი ჩოჩიშვილი (დილა)
ირაკლი რუხაძე (თელავი) – ლუკა კიკაბიძე (ჩიხურა)
ბ ჯგუფის შეხვედრები 21:00 საათზე დაიწყება.