ეროვნული ლიგა | ტურის ცენტრალური მატჩი გორის „დილასა“ და ქუთაისის „ტორპედოს“ შორის ფრედ დასრულდა #1TVSPORT
ეროვნული ლიგა | ტურის ცენტრალური მატჩი გორის „დილასა“ და ქუთაისის „ტორპედოს“ შორის ფრედ დასრულდა #1TVSPORT

საქართველოს ეროვნული ლიგის 31-ე ტურის ცენტრალური შეხვედრა გორში გაიმართა. „დილასა“ და ქუთაისის „ტორპედოს“ მატჩი ფრედ დასრულდა – 1:1.

„თენგიზ ბურჯანაძე არენაზე“ გამართული დაპირისპირების პირველ ტაიმში უპირატესობას მასპინძლები ფლობდნენ, მაგრამ ანგარიში მე-20 წუთზე ქუთაისელებმა ლეგიონერების მონაწილეობით გახსნეს. მომო იანასემ საჯარიმოსთან ბიორნ იონსენი მონახა, რომელმაც შეტევა ზუსტი დარტყმით დაასრულა და სეზონში 21-ე გოლი გაიტანა.

გორის „დილა“ თამაშის გადარჩენას ცდილობდა და მეორე ტაიმში მიზანს მიაღწია. სანდრო ანდრონიკაშვილმა სტუმართა საჯარიმოში შეტევა ნიდერლანდელ ლეგიონერს, ტაირელ ვოუტერს გაუგრძელა, რომელმაც რთული ვითარებიდან დაარტყა და „ტორპედოს“ კარი აიღო.

31 ტურის შემდეგ გორის „დილა“ (59) მესამე პოზიციაზე დარჩა და ქუთაისის „ტორპედოს“ ორი ქულით ჩამორჩება. კონკურენტების ფრემ ყველაზე მეტად გათამაშების ლიდერი თბილისის „იბერია“ (64) გაახარა, რომელმაც ორივე მეტოქესთან მისაღები უპირატესობა შეინარჩუნა.