ეროვნული ლიგა - „თელავმა“ საქმე გაირთულა, ბათუმის „დინამო“ ისევ გალიდერდა #1TVSPORT
ეროვნული ლიგის 33-ე ტურის მატჩი საფეხბურთო კლუბმა „თელავმა“ შინ, „კავკასიონი არენაზე“ გამართა და ქვეყნის მოქმედ ჩემპიონ ბათუმის „დინამოსთან“ 0:2 დამარცხდა.
პირველი ტაიმი დაძაბული გამოდგა და უგოლოდ დასრულდა. მატჩსი ბედი მეორე ტაიმში გადაწყდა. 70-ე წუთზე სანდრო ალთუნაშვილის გადაცემით, პაატა ღუდუშაურმა ისარგებლა და ანგარიში გახსნა.
ბათუმელებმა სწრაფად მოახერხეს უპირატესობის გაზრდა. ბენჟამინ ტეიდის გადაცემა 75-ე წუთზე ჯოვინო ფლამარიონმა გოლად გარდასახა და ბათუმის „დინამომ“ საჩემპიონო ბრძოლაში მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა – 2:0.
მოქმედმა ჩემპიონმა 73 ქულა დააგროვა და „დინამო თბილისის“ (72) მატჩამდე გალიდერდა, „თელავის“ აქტივში კი 34 ქულა დარჩა და გათამაშების ცხრილში კვლავ მე-7 ადგილზეა, მაგრამ ამ წაგებით საქმე გაირთულა.
ეროვნული ლიგის 33-ე ტურის დარჩენილი სამი მატჩი ხვალ გაიმართება:
ლოკომოტივი – დინამო თბ
14:00. ლოკო – საგურამო
სამგურალი – ტორპედო
14:00. 26 მაისი – წყალტუბო
საბურთალო – დილა
16:00. ტექნიკური ცენტრი – რუსთავი