ეროვნული ლიგა | „თელავმა“ „დინამო თბილისს“ დიდი ანგარიშით მოუგო #1TVSPORT
ეროვნული ლიგა | „თელავმა“ „დინამო თბილისს“ დიდი ანგარიშით მოუგო #1TVSPORT

„თელავმა“ პირველი საშინაო მატჩში „დინამო თბილისს“ უმასპინძლა და დიდი ანგარიშით დაამარცხა – 4:0.

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ლიგის მეორე ტურის შეხვედრა მასპინძლებმა დამაჯერებლად დაიწყეს, უპირატესობას ფლობდნენ და შესვენებამდე სამბურთიანი უპირატესობა მოიპოვეს.

მე-10 წუთზე, კუთხურის გათამაშების შემდეგ ანგარიში დაჩი ცნობილაძემ გახსნა, 23-ე წუთზე მასპინძლების უპირატესობა თორნიკე მორჩილაძემ გაზარდა, ხოლო 45+1 წუთზე თორნიკე ახვლედიანმა სხვაობა კიდევ უფრო დამაჯერებელი გახადა.

მეორე ტაიმში საგოლე შანსები ორივე გუნდს ჰქონდა, მაგრამ ისევ „თელავმა“ ისარგებლა – 82-ე წუთზე მეკარესთან პირისპირ ახალგაზრდა თავდამსხმელი, გიორგი ხაბულიანი დარჩა მეოთხე გოლი გაიტანა.

ორი ტურის შემდეგ ორივე გუნდმა 3-3 ქულა დააგროვა, მაგრამ დამატებითი მაჩვენებლებით „თელავი“ მეორე ადგილზე დაწინაურდა, ხოლო „დინამო“ მე-6 პოზიციაზეა.