საფეხბურთო კლუბი „თელავი“ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე სტეფან ბუკორაცმა, რუბენ ოლივეირამ, მაქსიმ მაიროვიჩმა, რუსტამ ხალნაზაროვმა და მუხრან ბაგრატიონმა დატოვეს. მათ გარდა გუნდი, სავარაუდოდ, კიდევ რამდენიმე მოთამაშეს დაემშვიდობება – ინფორმაციას კლუბის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.
„კლუბი მადლობას უხდის ზემოხსენებულ ფეხბურთელებს გაწეული სამსახურისთვის და სამომავლოდ ყოველივე საუკეთესოს უსურვებს. რაც შეეხება ახლ ფეხბურთელებს, გუნდში უკვე ვარჯიშობს არაერთი პოტენციური ახალწვეული და მათი ვინაობა უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი“, – წერია „თელავის“ პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ცნობაში.