ეროვნული ლიგა | სტივ კინი მესამე წრის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა #1TVSPORT
ეროვნული ლიგის ოფიციალურმა ვებგვერდმა ქუთაისის „ტორპედოს“ შოტლანდიელი მთავარი მწვრთნელი სტივ კინი მესამე წრეში საუკეთესოდ დაასახელა.
„ტორპედომ“ ეროვნული ლიგის მესამე წრე კარგად დაიწყო და ზედიზედ სამი მატჩი მოიგო. ერთადერთი შეხვედრა ქუთაისელებმა შინ 22-ე ტურში გორის „დილასთან“ წააგეს – 1:5. მაშინ გუნდის გულშემატკივრები კინის გადადგომას ითხოვდნენ.
საერთო ჯამში, მესამე წრეში „ტორპედომ“ 7 მატჩი მოიგო, ერთი ფრედ ითამაშა და ერთი წააგო, 16 გოლი გაიტანა, საკუთარ კარში კი 10 ბურთი მიიღო. 22 ქულა დაგროვა, ეროვნულ ლიგაში პირველ ადგილზე დაწინაურდა (57 ქულა) და გორის „დილას“ 5 ქულით გადაასწრო.