ეროვნული ლიგა შავიზღვისპირელების მატჩით გაიხსნება - პირველი ტურის კალენდარი ცნობილია #1TVSPORT
ეროვნული ლიგა შავიზღვისპირელების მატჩით გაიხსნება - პირველი ტურის კალენდარი ცნობილია #1TVSPORT

ეროვნული ლიგა პირველ მარტს დაიწყება და პირველი ტურის კალენდარიც ცნობილია, – ინფორმაციას ლიგის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

ახალ სეზონს შავიზღვისპირული დერბი გახსნის. 2023 წლის გათამაშების ჩემპიონი ბათუმის „დინამო“ ლიგა 2-ის გამარჯვებულს, ფოთის „კოლხეთს“ დაუპირისპირდება.

2024 წლის სეზონის პირველი ტურის მატჩები სამ დღეზე გადანაწილდება და 3 მარტს დასრულდება.

1 მარტი:

ბათუმის „დინამო“ – ფოთის „კოლხეთი“

2 მარტი:

ქუთაისის „ტორპედო“ – „სამტრედია“

„საბურთალო“ – „თელავი“

3 მარტი:

გორის „დილა“ – „გაგრა“

„დინამო თბილისი“ – წყალტუბოს „სამგურალი“