დღეს, ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე ეროვნული ლიგის პირველი შეხვედრა გაიმართა – მთავარ საფეხბურთო ლიგაში სეზონი ქუთაისის „ტორპედოსა“ და გორის „დილას“ მატჩით გაიხსნა.
ანგარიში ქუთაისელებმა მე-14 წუთზე, გრიგოლ დოლიძის გოლით გახსნეს, მაგრამ გორელთა თავდამხმელმა გიორგი ფანცულაიამ პირველი ტაიმის ბოლო წუთზე ანგარიში გაათანაბრა, მეორეს პირველ წუთზე კი მეორე გოლიც გაიტანა და ‘დილა’ წინ გაიყვანა.
54-ე წუთზე გრიგოლ დოლიძემაც დუბლი შეასრულა და წონასწორობა აღადგინა (2:2) და ქუთაისელებს მოგების იმედი გაუჩნდათ, მაგრამ 87-ე წუთზე გორელთა ჰოლანდიელმა ლეგიონერმა ალვინ ფორტესმა „დილა“ ისევ დააწინაურა 2:3.
საბოლოოდ გორელებმა გაიმარჯვეს და ეროვნულ ლიგაში პირველი სენსაცია დააფიქსირეს.
ტური კიდევ სამი დღე გაგრძელდება:
3 მარტი
ჩიხურა – კოლხეთი 1913. დავით პეტრიაშვილი არენა – თბილისი
4 მარტი
ლოკომოტივი – სამტრედია. მიხეილ მესხი 2 – თბილისი
დინამო თბ – რუსთავი. დინამო არენა – თბილისი ( პირველი არხი)
5 მარტი
საბურთალო – სიონი. მიხეილ მესხი – თბილისი