ეროვნული ლიგა | „სამტრედიამ“ განაცხადი წარადგინა - გუნდში ბევრი ახალწვეულია #1TVSPORT
„სამტრედიამ“ ახალი სეზონისთვის მოსამზადებელი ეტაპი დაასრულა და ეროვნულ ლიგის პირველი ტურის მატჩს 2 მარტს, 20:00 საათზე ქუთაისის „ტორპედოსთან“ გამართავს.
გუნდმა განაცხადი წარადგინა – გასული სეზონის შემდეგ „სამტრედია“ საგრძნობლად განახლდა. სამტრედიელებმა ორი ახალი მეკარე დაიმატეს – „იბერია 1999“-დან (ყოფილი „საბურთალო“) თორნიკე მეგრელიშვილი და ქუთაისის „ტორპედოდან“ ავთანდილ ლაბაძე. გუნდში ითამაშებენ თავდამსხმელები – დიტო ფაჩულია („დინამო თბილისი“), გიორგი გოგოლაშვილი („შუქურა“), ნახევარმცველები – ირაკლი ჭიაბრიშვილი („გარეჯი“), ომრან ჰაიდარი („ტორპედო“) და არგენტინელი ერიკ ბარიოსი, რომელიც „რივერ პლეიტის“ აღზრდილია, 26 წლის ფეხბურთელი ბოლოს არგენტინის რანგით მეორე ლიგის კლუბ „გილერმო ბრაუნში“ თამაშობდა.
„სამტრედიის“ განაცხადი 2024 წლის სეზონში:
მეკარეები: თორნიკე მეგრელიშვილი, ავთანდილ ლაბაძე;
მცველები: დავით უბილავა, ჯემალ ჩაჩუა, ზურაბ გიგაშვილი, გიორგი ქველაძე, ფილიპ ბოშკოვსკი;
ნახევარმცველები: ლევან ხმალაძე, ერიკ ბარიოსი, მუროდალი ახნაზაროვი, დიტო ფაჩულია, ნიკო აბულაძე, ლაშა კვარაცხელია, ირაკლი ჭიაბრიშვილი, მალხაზ ჩიტაიშვილი, ომრან ჰაიდარი;
თავდამსხმელები: გიორგი გოგოლაშვილი, რევაზ ინჯგია, ვანო ჩარგეიშვილი.