ეროვნული ლიგა | „სამტრედიამ“ „დინამო თბილისთან“ ფრედ ითამაშა #1TVSPORT
ეროვნულ ლიგაში აუტსაიდერმა „სამტრედიამ“ „დინამო თბილისს“ უმასპინძლა და ქულა მოიპოვა – 1:1.
„ეროსი მანჯგალაძე არენაზე“ გამართული 32-ე ტურის შეხვედრამდე მასპინძლები ბოლო ადგილზე იმყოფებოდნენ და მხოლოდ მოგება აძლევდათ ხელს. თუმცა თამაში „სამტრედიის“ ჩანაფიქრის მიხედვით არ წარიმართა.
22-ე წუთზე ანგარიში თბილისელებმა გახსნეს. კუთხურის გათამაშების შემდეგ „დინამოს“ შეტევა 17 წლის ვახტანგ სალიამ დააგვირგვინა და მიმდინარე სეზონში მეექვსე გოლი გაიტანა (მის ანგარიშზე ასევე ორი საგოლე გადაცემაა). 35-ე წუთზე სამტრედიელთა თავდამსხმელმა, დანიელ ოვუსუმ წონასწორობა აღადგინა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
32 ტურის შემდეგ „სამტრდიამ“ 27 ქულა დააგროვა და ბოლო, მე-10 ადგილზე დარჩა. „დინამო თბილისი“ (39) კი მეხუთე პოზიციაზეა.