ეროვნული ლიგა | „სამტრედიამ“ ბათუმის „დინამოსთან“ ქულა მოიპოვა #1TVSPORT
ეროვნული ლიგის მეორე წრის ბოლო, მე-18 ტურში აუტსაიდერმა „სამტრედიამ“ ერთ-ერთ ლიდერს, ბათუმის „დინამოს“ უმასპინძლა და ქულა მოიპოვა – 2:2.
„ეროსი მანჯგალაძე არენაზე“ გამართული შეხვედრის პირველი ტაიმი სტუმართა გამარჯვებით დასრულდა. 33-ე წუთზე ვანდერსონ სილვას გადაცემით მეკარესთან პირისპირ ლადო მამუჩაშვილი აღმოჩნდა, რომელმაც ანგარიში გახსნა.
შესვენების შემდეგ უფრო უხვგოლიანი თამაში ვიხილეთ. 53-ე წუთზე ლევან ხარაბაძემ სტუმართა უპირატესობა ორამდე გაზარდა.
61-ე წუთზე იმრან ჰაიდარის ფლანგური გადაცემა ერიკ ბარიოსმა ზუსტი თავური დარტყმით სხვაობა შეამცირა, ხოლო 79-ე წუთზე რევაზ ინჯგიას პასით დანიელ ოვუსუმ ისარგებლა და „სამტერდიას“ ქულა მოუტანა.
პირველი წრის შემდეგ „სამტრედია“ (11 ქულა) ბოლო, მე-10 ადგილზე დარჩა, ბათუმის „დინამო“ (31 ქულა) კი მეოთხე პოზიციაზეა.