ეროვნული ლიგა | „სამგურალმა“ „სამტრედია“ დაამარცხა #1TVSPORT
ეროვნული ლიგა | „სამგურალმა“ „სამტრედია“ დაამარცხა #1TVSPORT

წყალტუბოს „სამგურალმა“ ეროვნულ ლიგის მე-18 ტურის მატჩი სტუმრად „სამტრედიასთან“ 2:0 მოიგო და ლიდერთა შორის პოზიცია განიმტკიცა.

„სამტრედიას“ 43-ე წუთზე დაწინაურება შეეძლო, მაგრამ ვარლამ კილასონიას დარტყმული პენალტი „სამგურალის“ მეკარემ, ნოდარ ყალიჩავამ მოიგერია, რომელმაც ბოლო სამ ტურში ეს მეორედ მოახერხა.

მეორე ტაიმის დასაწყისში ნოდარ ლომინაძე მოედნის ცენტრიდან ბურთიანად დაიძრა, სამ მეტოქეს გასცდა და „სამტრედიის“ კარის აღება შორეული ძლიერი დარტყმით მოახერხა. 90+4-ე წუთზე კი ლადო ჩიხრაძემ გაიბრწყინა, მიმდინარე სეზონში მეშვიდე გოლი გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

18 ტურის შემდეგ წყალტუბოს „სამგურალი“ 35 ქულით მეორე ადგილზე დაწინაურდა, ხოლო „სამტრედია“ (11) მე-9 ადგილზე დარჩა.