ეროვნული ლიგის 25-ე ტური წყალტუბოში „სამგურალისა“ და „თელავის“ მატჩით განახლდა, რომელიც უხვგოლიანი და სანახაობრივი გამოდგა, გამარჯვებუკლი კი ვერ გამოვლინდა – 2:2.
23-ე წუთზე „თელავი“ სერბმა თავდამსხმელმა, დეიან გეორგიევიჩმა წინ გაიყვანა. წყალტუბოელებმა წონასწორობა შესვენების შემდეგ აღადგინეს. მასპინძელთა შეტევა მცველმა, მათე აბულაძემ (52) დააგვირგვინა.
სტუმრები 57-ე წუთზე ისევ წინ გავიდნენ. მარჯვენა ფლანგზე შესანიშნავად ითამაშა თემურ გოგნაძემ, რომლის გადაცემითაც „თელავის“ ბრაზილიელმა ლეგიონერმა, ანდრე მენსალაომ მასპინძელთა კარი თავური დარტყმით აიღო.
„სამგურალმა“ ბოლომდე იბრძოლა და ქულის გადარჩენა შეძლო. 90+8-ე წუთზე შორეული ეფექტური დარტყმით საბოლოო ანგარიში დემურ ჩიხრაძემ დააფიქსირა. თამაშის ბოლო „სამგურალის“ ნახევარმცველი ჯეფერსონ ჯერალდო გააძევევეს და თამაშიც დასრულდა.
„სამგურალმა“ 25 ტურის შემდეგ 31 ქულა დააგროვა და მე-5 ადგილი შეინარჩუნა, ხოლო „თელავი“ (24) მე-8 პოზიციაზეა.