ეროვნული ლიგა | რეგულარული სეზონი დასრულდა - „დინამომ“ „ლოკომოტივი“ დაამარცხა #1TVSPORT
ეროვნულ ლიგაში ბოლო შეხვედრა გაიმართა და ამით რეგულარული სეზონი დასრულდა – „დინამო თბილისმა“ 36-ე ტურის ბოლო მატჩში თანაქალაქელი „ლოკომოტივი“ მიიღო და მინიმალური ანგარიშით დაამარცხა.
„დინამო-არენაზე“ გამართულ შეხვედრას ქალ მსაჯთა ბრიგადა უძღვებოდა, მთავარი არბიტრი კი ხათუნა მაისურაძე იყო. შეხვედრაში ანგარიში თბილისელებმა გახსნეს. სულ 5 გოლი გავიდა, საიდანაც 4 ლეგიონერების ანგარიშზეა, ხოლო სამჯერ თავი ცენტრალურმა მცველებმა გამოიჩინეს.
„დინამოდან“ გოლები გაიტანეს საიმონ ბენიომ (10 წთ), გიორგი გაბედავამ (18 წთ – პენალტით) და ზორან მარუშიჩმა (81 წთ), ხოლო „ლოკომოტივიდან“ ადამა ვადიმ დუბლი (43 წთ, 90+5 წთ) შეასრულა. საბოლოოდ, „დინამომ“ 3:2 მოიგო და სატურნირო ცხრილმა ასეთი სახე მიიღო:
ეროვნული ლიგა
გუნდი თ ქ
1. დინამო ბთ 36 75
2. დინამო თბ 36 70
3. დილა 36 61
4. საბურთალო 36 57
5. ლოკომოტივი 36 53
6. თელავი 36 44
7. სამგურალი 36 41
8. ტორპედო 36 40
9. შუქურა 36 27
10. სამტრედია 36 21