ეროვნული ლიგა | ქუთაისის „ტორპედო“ ყველაზე ძვირადღირებული ქართული კლუბია #1TVSPORT
განახლებული მონაცემების მიხედვით, საქართველოს ეროვნულ ლიგაში ყველაზე ძვირადღირებული კლუბი ქუთაისის „ტორპედოა“.
უკანასკნელი ტრანსფერების შემდეგ ქუთაისური კლუბის მოთამაშეთა ჯამური ფასი 7.31 მილიონი ევრო გახდა, მეორე ადგილზე ბათუმის „დინამოა“ (5.69), ხოლო მესამეზე – „დინამო თბილისი“ (4.80).
კლუბების მთლიანი საბაზრო ღირებულება:
ქუთაისის „ტორპედო“ 7.31
ბათუმის „დინამო“ 5.69
„დინამო თბილისი“ 4.80
„იბერია“ 4.53
გორის „დილა“ 3.46
წყალტუბოს „სამგურალი“ 3.03
ფოთის „კოლხეთი“ 3.00
„გაგრა“ 2.28
„სამტრედია“ 2.17
„თელავი“ 2.13